|
დასახელება:
ქცევითი თერაპევტი/ფსიქოლოგი
|
| მომწოდებელი:
Bright Academy
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
ორგანიზაცია "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი (ABA) თერაპევტის/ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე;
** უპირატესობად ჩაითვლება სიახლისადმი ღიაობა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვის განვითარების შეფასება (კონკრეტული შესაფასებელი სკრინინგ ინსტრუმენტის საშუალებით) და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ბავშვთან და მის მშობელთან სამუშაო პროცესის წარმართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
** რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Hr@brightacademy.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 1 აგვისტომდე.
|
|
|
|