Робота для біженців з України
ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდ. მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდ. მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: iGaming Company
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
საერთაშორისო "Igaming" კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 16:00 - 23:00 / 23:00 - 08:00 / 08:00-16:00
ანაზღაურება: 1000 ლარი
უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის გუნდის ლიდერი (Team Leader), დეპარტამენტის უფროსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებელთა აქტივობების ონლაინ მონიტორინგი;
** საეჭვო აქტივობებისა და დარღვევების დროული იდენტიფიცირება;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი რეპორტების (ანგარიშების) მომზადება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზუსტი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი);
** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ყურადღება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** განვითარებული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

შერჩევის ეტაპები:

** შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტესტირება (ზოგადი უნარები და ინგლისური ენა);
** სამუშაო სპეციფიკის შესასწავლი ტრენინგი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: workwithus.hrteam@gmail.com და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდის მონიტორინგის სპეციალისტი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე