ჰოლდინგური ტიპის კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ორი კომპანიისთვის:
** შპს "მეღვინეობა ხარება" - კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.
** შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა.
სამუშაო ადგილი: თბილისი/მცხეთა, სოფ. მისაქციელი;
ანაზღაურება: 10, 000 ლარი + ბონუსი (გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი;
** დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** კომერციულად ტექნიკური საკითხების მოგავრება და განვითარება;
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესაბაზე მუდმივი ზრუნვა;
** რეპორტებისა და ბაზრის კველევის მიხედვით, კომერციული გადაწყვეტილებების მიღება;
** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვა;
** სადისტრიბუციო არხების გაფართოება.
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების დარგში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მენეჯერული უნარები
** სწრაფი რეაგირების უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სამუშაოს სწორი დელეგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი
** პასუხისმგებლობიანი
** კომუნიკაბელური
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული დირექტორი"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|