Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
სამშენებლო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ალუმინის კარ-ფანჯრებისა და შემინვის სისტემების დამზადებასა და მონტაჟში, ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფისის მენეჯერს/ადმინისტრატორს, რომელიც გახდება კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების ეფექტური მართვის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და გადამისამართება;
** კომპანიის Facebook-ისა და საიტის გვერდებზე გამოგზავნილ მესიჯებზე პასუხი, მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** ელექტრონული მიმოწერის წარმოება ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან (Gmail, Outlook);
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და დაარქივება (ოფისური ფაილები, ხელშეკრულებები, განაცხადები და სხვა);
** მოთხოვნის შესაბამისად კომერციული წინადადებების მომზადება, ინვოისების გაგზავნა, გადარიცხვების მონიტორინგი;
** საოფისე პროგრამებში მუშაობა (Word, Excel, Google Docs/Sheets);
** ოფისის ყოველდღიური პროცესების მართვა და თანამშრომლებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სამშენებლო ან ტექნიკური პროფილის კომპანიაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** Gmail-ის, Google Drive-ის, Facebook-ისა და მობილური აპლიკაციების გამოყენების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა წერითი კომუნიკაციის დონეზე (მინიმუმ B1);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:30
სრული სამუშაო დღე (შესაძლებელია მცირე მოქნილობა შეთანხმებით).
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაშლიჯვარი, პ. სარაჯიშვილის ქუჩა #13

ანაზღაურება:

** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე), პლუს ბონუსები და პრემიები;
** კომპანიაში გათვალისწინებულია მუშაობის სტაბილურობა, მეგობრული გარემო და სამომავლოდ კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: info.alcom.ge@gmail.com, info@alcom.ge

დამატებითი ინფორმაცია: ვაკანსია განკუთვნილია 2 პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე