|
დასახელება:
ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ნაყოფიერების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
Hire Nova
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
"Hire Nova" აცხადებს ვაკანსიას - IVF & Fertility Coordinator.
ვაკანსიის შესახებ
ჩვენი კლიენტი წარმოადგენს საერთაშორისო ფერტილობის კოორდინაციის კომპანიას, რომელიც საქმიანობს ოჯახის შექმნისა (Family Building) და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) მიმართულებით და მხარს უჭერს განზრახ მშობლებს (Intended Parents) აშშ-ში, მექსიკაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და საქართველოში.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ, ემპათიურ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას IVF კლინიკებთან, სამედიცინო პერსონალთან, Intended Parents-თან, კვერცხუჯრედის დონორებთან და სუროგატ კანდიდატებთან, მაღალი პროფესიული, ეთიკური და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:
** IVF კლინიკებთან, ფერტილობის ცენტრებთან, ექიმებთან, ემბრიოლოგებთან, ექთნებთან და სამედიცინო პარტნიორებთან კომუნიკაცია.
** Intended Parents-თან, კვერცხუჯრედის დონორებთან და სუროგატ კანდიდატებთან ურთიერთობის კოორდინაცია.
** კონსულტაციების, შეხვედრებისა და IVF პროცესთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზება.
** სამედიცინო დოკუმენტაციისა და კონფიდენციალური ინფორმაციის მართვა.
** საქართველოში ფერტილობის კლინიკებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება.
** კვერცხუჯრედის დონორებისა და სუროგატ კანდიდატების მოძიებისა და კოორდინაციის მხარდაჭერა.
** საქმიანობის განხორციელება პროფესიული, ეთიკური და კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება IVF კლინიკაში, ფერტილობის ცენტრში, რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში, ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, გინეკოლოგიურ კლინიკაში ან მსგავს სამედიცინო სფეროში.
** IVF Coordinator, Fertility Coordinator, Patient Coordinator, Clinic Coordinator, Nurse, Embryology Assistant ან Healthcare Administrator პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** კვერცხუჯრედის დონორებთან და/ან სუროგატ კანდიდატებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (ზეპირი და წერითი) სავალდებულოა.
** რუსული და/ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ძლიერი კომუნიკაციის, ორგანიზებისა და კოორდინაციის უნარები.
** პასუხისმგებლიანი, ეთიკური, ემპათიური და კონფიდენციალური ინფორმაციის მართვის მაღალი უნარი.
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
მთლიანი (Gross) ყოველთვიური ანაზღაურება: 1, 500 - 2, 500 ლარი + ბონუსი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
დამატებითი სარგებელი:
** შედეგებზე დაფუძნებული ბონუსები.
** საერთაშორისო გამოცდილებისა და მივლინებების შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში).
** გრძელვადიანი კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
შერჩევის პროცესი:
** CV-ის განხილვა
** პირველადი გასაუბრება
** საბოლოო გასაუბრება
** კანდიდატის შერჩევა
ეთიკური რეკრუტირების პოლიტიკა:
** Hire Nova არ იღებს კანდიდატებისგან რეგისტრაციის, განაცხადის, გასაუბრების, რეკრუტირების ან დასაქმების საფასურს.
** რეკრუტირების პროცესი სრულად უფასოა.
** დაკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის შესავსებად https://forms.gle/HrrHdGpSQYvAhdir8
|
|
|
|