Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ფაიფური
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
სანტექნიკური მასალებისა და სააბაზანო აქსესუარების მოქმედი მაღაზია/შოურუმი იწვევს ენერგიულ, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში მოსული მომხმარებლის თბილი და პროფესიონალური დახვედრა;
** პროდუქციის (უნიტაზები, ხელსაბანები, ონკანები, საშხაპე კაბინები და სხვა) დეტალური გაცნობა და მომხმარებლისთვის სწორი კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის მოწესრიგებული და ესთეტიკური განლაგების (მერჩენდაიზინგის) კონტროლი;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა (საჭიროების შემთხვევაში, სალარო ოპერაციების წარმოება).

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო/სარემონტო ან სანტექნიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
** გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** ახალი პროდუქციის სპეციფიკაციების სწრაფად ათვისების უნარი;
** უნდა ფლობდეს Word და excel.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 10:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: სტაჟირების 800 ლარი (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან;
** სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი, უბანი დიდუბე ელიავას ბაზრობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროდუქციის შესასწავლ ტრენინგებს (თუ სფეროში გამოცდილება არ გაქვთ);
** კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** შესრულებული სამუშაოს მიხედვით მზარდ ბონუსურ სისტემას.

საკონტაქტო ელფოსტა: ichagalidze77@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე