Робота для біженців з України
კომერციული ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - კომერციული ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტი.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

საქმიანობის აღწერა:

** პოტენციური და არსებული კლიენტების მომსახურება, მათთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
** კლიენტების საჭიროებებზე მორგებული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სერვისების შეთავაზება;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ტარიფების გაანგარიშება;
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი პროცესების კონტროლი;
** ტვირთის გადაადგილების პროცესის მონიტორინგი და კლიენტებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
** ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია;
** საბაჟო ორგანოებთან და კომერციულ ტერმინალებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება;
** კომერციული შეთავაზებებისა და ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა;
** მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, სამართლის ან მენეჯმენტის სფეროში);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** საბაჟო საქმის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet, Outlook);
** CPC მენეჯერის დიპლომის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე