Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე პარკინგის ტერიტორიაზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

ფუნქცია-მოვალეობები:

** პარკინგზე ავტომობილების დაშვების კონტროლი - იდენტიფიცირება/გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება;
** ავტომობილების სწორად, განსაზღვრულ ადგილებში განთავსების მონიტორინგი;
** პარკინგის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დარღვევის პრევენცია დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** საგანგებო სიტუაციებზე დროული და შესაბამისი რეაგირება;
** შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 01.08.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "უსაფრთხოების თანამშრომელი."

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე