Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** პროგრამების - ArchiCAD, Photoshop - ცოდნა;
** აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ნორმატიული მოთხოვნების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების ნახაზების შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების კორექტირება;
** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები, სამუშაოს მსვლელობის ზედამხედველობა;
** შეთანხმებულ პროექტთან მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობის დადგენა და რეპორტინგი;
** პროექტის შესათანხმებლად საჭირო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა; პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის უზრუნველყოფა;
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 01.08.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "არქიტექტორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე