|
დასახელება:
კონსტრუქტორი
|
| მომწოდებელი:
Award
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
კომპანია "AWARD recreation" ქართულ ბაზარზე არაერთი წელია რაც ოპერირებს.
ვაცხადებთ ვაკანსიას გამოცდილი კონსტრუქტორის პოზიციაზე.
ეს პოზიცია თქვენთვისაა და გიწვევთ ჩვენს გუნდში თუ გაქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, ფლობთ თანამედროვე საპროექტო პროგრამებს და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში.
სამუშაო დრო-სრული სამუშაო განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო კონსტრუქციების პროექტირება და გაანგარიშება;
** სამუშაო და დეტალური კონსტრუქციული ნახაზების მომზადება;
** არქიტექტორებთან, პროექტის მენეჯერებთან და სხვა ინჟინრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** პროექტების ოპტიმიზაცია ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით;
** ავტორიზებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში;
*არანაკლებ 10-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება კონსტრუქტორის პოზიციაზე;
** თანამედროვე საინჟინრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (AutoCAD, Revit, Tekla Structures, ETABS, SAP2000, Robot Structural Analysis ან ანალოგიური პროგრამები);
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 7, 000 ლარი (ხელზე, გამოცდილების შესაბამისად);
** გრძელვადიანი დასაქმება;
** მონაწილეობა მსხვილ და საინტერესო სამშენებლო პროექტებში;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და ძლიერი პროფესიონალების გუნდი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე Hr@designmall.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "კონსტრუქტორი".
გასაუბრების ჩატარების ადგილი-თბილისი.
შემოგვიერთდით და შექმენით საქართველოს მასშტაბური საინჟინრო პროექტები ჩვენს გუნდთან ერთად.
|
|
|
|