Робота для біженців з України
უმცროსი მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი მარკეტერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.

კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სტაჟირების პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელების მონიტორინგი;
** სოციალური მედია არხებისთვის კონტენტის შექმნაში ჩართულობა;
** აუდიტორიის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი;
** ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის აღსრულებაში ჩართულობა;
** ორგანიზაციის ვებ-გვერდის კონტენტის მართვა;
** რეკლამირებისა და ბრენდინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
** სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებთან კომუნიკაცია;
** ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან (მოთხოვნისამებრ);
** ფილიალების მარკეტინგული საჭიროებების მოძიება და შესაბამისი მასალების მიწოდება.
** დამსაქმებლის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციისა და დაკავებული პოზიციის ფარგლებში.

ჩვენ ვეძებთ დამწყებ სპეციალისტს

** უმაღლესი განათლებით (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით); (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** მსგავს პოზიციაზე 1 წლამდე სამუშაო გამოცდილებით;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციით;
** სწრაფად ათვისების უნარით;
** კრეატიულს;
** პასუხისმგებლობიანს;
** ორგანიზებულსა და შედეგებზე ორიენტირებულს;
** დროის ეფექტურად მართვის უნარით.
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

** Fitpass
** ჯანმრთელობის დაზღვევა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 ივლისი

გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად:

1. გაცნობითი სახის გასაუბრება
2. შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დავალება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: jobs@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@leadercredit.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე