"Bent Rentals" - ავტომობილების გაქირავების კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მინივენის მძღოლის თაობაზე.
სამუშაო აღწერა:
კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და გამოცდილ მძღოლს, რომელიც ჩვენი მინივენით მოემსახურება ტურისტულ ჯგუფებს საქართველოს მასშტაბით. სამუშაო მოიცავს ტურების განმავლობაში მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას, ასევე ავტომობილის გამართულ მდგომარეობაზე ზრუნვას.
მოვალეობები:
** ტურისტული ჯგუფების გადაყვანა კომპანიის მინივენით;
** მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული მომსახურება;
** ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი.
მოთხოვნები:
** მართვის გამოცდილება - მინიმუმ 5 წელი;
** ასაკი - 25 წლიდან;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა;
** სასურველია ტურისტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
ანაზღაურება:
** 80 ლარი დღეში;
** დამატებითი ბონუსები სეზონის განმავლობაში - 300-700 ლარი.
სამუშაო პერიოდი:
** სეზონური დასაქმება;
** აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: public@bent.ge. გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|