შპს "მწვანე ქვეყანა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია აწარმოებს და დისტრიბუციას უკეთებს მზესუმზირას, თხილეულს და ბურბუშელას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შემოსავის ორდერების და სხვა) წარმოება;
** RS.GE-ზე მუშაობა, დოკუმენტაციის დროული დამუშავება, გადამოწმება, აღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/დადასტურება;
** მუშაობა შიდა სადისტრიბუციო პროგრამაში;
** RS-ის და სადისტრიბუციო პროგრამის თანხვედრის უზრუნველყოფა;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა დედლაინების დაცვით;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
** მთავარი ბუღალტრის და მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; (Excel, Word ცოდნა აუცილებელია)
** სავალდებულოა სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:00-18:00სთ;
ადგილმდებარეობა: დიღომი, კვირაცხოვლის ქ. 107
ანაზღაურება: ფიქსირებული, შეთანხმებით;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: bilichkageo@gmail.com, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე 558 054 777.
|