Робота для біженців з України
სტაჟირება - ივენთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ივენთ მენეჯერი
მომწოდებელი: Eventive Georgia
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"Eventive Georgia" - საქართველოში ღონისძიებების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, უკვე 7 წელია ქმნის კორპორატიულ, კერძო და საერთაშორისო ღონისძიებებს. ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან სტაჟიორს, რომელსაც სურს პროფესიული კარიერის დაწყება ივენთ მენეჯმენტის სფეროში.

რას გააკეთებ?

** კორპორატიული და კერძო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობას;
** ღონისძიებების კონცეფციის მომზადებასა და პრეზენტაციების შექმნაში დახმარებას;
** მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან კომუნიკაციას;
** ღონისძიებების ლოჯისტიკისა და საორგანიზაციო პროცესების კოორდინაციას;
** ღონისძიების დღეს პროცესების მონიტორინგსა და მხარდაჭერას;
** ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალებების შესრულებას.

ვის ვეძებთ?

** პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარით;
** სწრაფად სწავლისა და ახალი ცოდნის ათვისების სურვილით;
** MS Office-ის საბაზისო ცოდნით;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია განათლება ან ტრენინგი მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების, პროექტების ან ღონისძიებების მართვის მიმართულებით.

პირობები:

** სტაჟირების ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ლვოვის ქ. №95

რას გთავაზობთ?

** რეალურ გამოცდილებას პროფესიონალურ ივენთ კომპანიაში;
** მონაწილეობას მასშტაბურ კორპორატიულ და კერძო პროექტებში;
** გამოცდილ მენტორებთან მუშაობას;
** პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას;
** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი?

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე info@eventive.ge. Subject: სტაჟირება - ივენთ მენეჯერი.

სტაჟირების პროგრამის და დამატებითი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვაკანსიების გვერდზე: https://eventive.ge/vacancies/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე