|
დასახელება:
ტუტორი
|
| მომწოდებელი:
მწვანე სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"მწვანე სკოლა-დიღომი" იწყებს კანდიდატების შერჩევას ტუტორის პოზიციაზე.
ტუტორი "მწვანე სკოლაში" უზრუნველყოფს მოსწავლის ჰოლისტურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს:
ა) ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას: მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ემოციური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვა.
ბ) გარემოსთან ადაპტაცია: მოსწავლის დახმარება სკოლის კულტურაში ინტეგრირებაში, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.
გ) მშობლებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაცია: რეგულარული უკუკავშირი მოსწავლის პროგრესზე, ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სასწავლო პროცესის კოორდინირება.
დ) ემოციური მხარდაჭერა: უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.
კონკურსის ეტაპები:
ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება;
განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაცია:
** არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
** აპლიკანტი აუცილებლად უნდა ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე: info@greenschool.ge
|
|
|
|