Робота для біженців з України
სტუმრებთან ურთიერთობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმრებთან ურთიერთობის თანამშრომელი
მომწოდებელი: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან ურთიერთობის თანამშრომლის პოზიციაზე.

უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ოპერაციული პროგრამის (Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მერიოტ ინთერნეიშენალის წევრია.

"მარიოტ ინტერნეშენალი", როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.tbilisi@sheraton.com. გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება.

აპლიკაციები მიიღება 30 აგვისტომდე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე