Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ქალაქური
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"ქალაქური" წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქართული თხილეულის და ჩირეულის, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დამზადება, დაფასოება.

"ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ.
ხელფასი: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამაში შეკვეთების მიღება, გადატანა რეალიზაციის მოდულში. დღის ბოლოს საწყობისთვის დატვირთვის ამოღება.
** ზედნადებების ატვირთვა სადისტრიბუციო პროგრამიდან შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (+გაუქმებული ზედნადებები)
** საწყობის მენეჯერისთვის ფინანსური რეპორტის მომზადება;
** უკან დაბრუნების ზედნადებების ატვირთვა;
** პროგრამაში არსებული რეალიზაციების და უკან დაბრუნებების ყოველდღიური შედარება საგადასახადო საიტთან;
** რეგიონების ბორტები, ნაშთებისა და ქვეზედნადებების სისწორის კონტროლი;
** ფასების კონტროლი ობიექტების მიხედვით;
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საბუღალტრო პროგრამა FMG - ს ცოდნა.
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება..
** პასუხისმგებლობიანი.
** თვითორგანიზებული.
** პუნქტუალური.

შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com.

ტელ.: 592 915 599

ქალაქური გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე