რესტორანი "ბიარ თაიმი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დიასახლისის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, შრომისმოყვარე და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
** ნარჩენების გატანა;
** სამზარეულოს ინვენტარის გაწმენდა;
** სამუშაო ზედაპირებისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაო სივრცეში წესრიგის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №12ბ
სამუშაო გრაფიკი: 11:30 - 19:00
ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება - 50 ლარი.
ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ.
საკონტაქტო ნომერი: 579 10 53 78
თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და მოწესრიგებული, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
|