Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ინდუსტრია: საერთაშორისო სადისტრიბუციო
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 სთ (ჰიბრიდული)

სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სადისტრიბუციო ჯგუფს, რომელიც ოპერირებს სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის (FMCG) სექტორში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. კომპანია აქტიურად ავითარებს საკუთარ ოპერაციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და კომერციულ საქმიანობას, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიმართულებით.

პოზიციის აღწერა:

პოზიცია მოიცავს კომპანიის ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის პროცესების მართვას, ფინანსური შედეგების შეფასებას, ბიუჯეტირებას, პროგნოზირებასა და ბიზნესის კომერციული ეფექტიანობის მხარდაჭერას. ფინანსური ანალიტიკოსი პასუხისმგებელი იქნება მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადებაზე, ფინანსური მოდელების შემუშავებაზე, მომგებიანობის ანალიზსა და სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ყოველთვიური და კვარტალური ფინანსური მიმოხილვების წარმართვა, ბიზნესთან ერთად ფინანსურ შედეგებზე მოქმედი ძირითადი კომერციული ფაქტორების სიღრმისეული ანალიზის განხორციელება
** ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს დაგეგმილ და ფაქტობრივ ფინანსურ შედეგებს შორის არსებული გადახრების (Variance) კომპლექსური ანალიზი და მენეჯმენტისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება
** ბიზნეს ერთეულების, მოგების ცენტრების (Profit Centers) და ახალი პროდუქტების მარჟისა და ფასების პოლიტიკის პერიოდული, სიღრმისეული ანალიზი მომგებიანობის მაქსიმიზაციის მიზნით
** ორგანიზაციის მასშტაბით საოპერაციო ხარჯების (OPEX) განაწილების მეთოდოლოგიისა და EBIT-თან დაკავშირებული ფინანსური ფაილების სიზუსტის უზრუნველყოფა
** ახალი პროექტებისა და სტრატეგიული კომერციული ინიციატივებისთვის კომპლექსური ფინანსური მოდელების, სენსიტიურობის ანალიზისა (Sensitivity Analysis) და ბიზნეს ქეისების (Business Cases) მომზადება
** სხვადასხვა დეპარტამენტისთვის ყოველთვიური, კვარტალური და მოთხოვნის შესაბამისად (Ad-hoc) ანგარიშების შექმნა, ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია Excel-ის, Power BI-ისა და SAP-ის გამოყენებით
** უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსების მენტორობა, პროფესიული მხარდაჭერა და მათი სამუშაოს ტექნიკური გადახედვა

პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4-წლიანი პროგრესირებადი გამოცდილება კორპორატიულ ფინანსებში, ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის (FP&A) ან კომერციული ფინანსების მიმართულებით
** ტექნიკური უნარები: Excel-ის მოწინავე დონეზე ფლობა ფინანსური მოდელირების მიმართულებით, Power BI-ის გამოყენება მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის და SAP-ის სამუშაო პროცესების ცოდნა (სასურველია)
** ძირითადი კომპეტენციები: მოგების ცენტრების (Profit Centers) EBIT სტრუქტურების მართვის გამოცდილება, სხვადასხვა ფუნქციურ გუნდთან ფინანსური გადახრების (Variance) განხილვისა და კოორდინაციის უნარი, ასევე დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების მაღალი უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@onepoint.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე