Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: გალერია თბილისი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
"გალერია თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
Web: http://galleria.ge/

ძირითადი მოვალეობები

** სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სერვისების, შიდა ინფრასტრუქტურის, მოიჯარეების განლაგებისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა .მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახ
** ურების გაწევა, მხარდაჭერა, საჭირო ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება და კონსულტაციის გაწევა სავაჭრო ცენტრში არსებული შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად.
** სავაჭრო ცენტრში მიმდინარე კამპანიებისა და ღონისძიებების აქტიური პოპულარიზაცია ვიზიტორთა ჩართულობის გაზრდის მიზნით.
** სავაჭრო ცენტრის მოიჯარეების შიდა სარეკლამო კამპანიების მხარდაჭერა, მათ შორის სასაჩუქრე ბარათების პროგრამების, სპეციალური შეთავაზებებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ადმინისტრირება.
** მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, წინა ისტორიის განხილვა და ინფორმაციის დამუშავება ზუსტი, ამომწურავი და გადამოწმებული პასუხების მიწოდების მიზნით.
** კრიზისული სიტუაციების მართვა და უსაფრთხოება: საგანგებო სიტუაციებზე სწორი რეაგირება და ამასთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრში არსებული სტანდარტების დაცვა
** პასუხისმგებელია სატელეფონო ზარებზე პასუხის, ელფოსტის კონტროლისა და საჭიროებისამებრ ადმინისტრაციაში გადართვაზე.
** აღრიცხოს მომხმარებელთა მიმართვები შესაბამისი დოკუმენტირების საშუალებით.
** პასუხისმგებელია სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფაზე.
** უზრუნველყოს დაკარგული და ნაპოვნი ნივთების (Lost & Found) რეგისტრაცია, შენახვა და გაცემის პროცესის მართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
** საჭიროების შემთხვევაში, შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებები, რომლებიც შეესაბამება პოზიციის ფუნქციებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა.
** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.
** ეფექტური კომუნიკაციის გამორჩეული უნარები.
** კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და გადაწყვეტის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების შესაძლებლობა.
** მომხმარებლებთან, მოიჯარეებთან, სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტთან, მომსახურების მომწოდებლებთან და სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება.
** პოზიტიური დამოკიდებულება და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის ძლიერი მოტივაცია.

გთხოვთ რეზიუმეები გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: sgogeshvili@galleria.ge

ვადა: 29.07.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე