Робота для біженців з України
რითეილ ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რითეილ ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: რითეილ ბიზნესის განვითარების სპეციალისტი (პრემიუმ სეგმენტი)

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩართული იქნება პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებისთვის საბანკო შეთავაზებების განვითარებასა და გაუმჯობესებაში. როლი ფოკუსირებულია პრემიუმ მიმართულების განვითარებაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სეგმენტის ზრდის მხარდაჭერაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პრემიუმ სეგმენტის განვითარების მიმართულებით ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება
** პრემიუმ მომხმარებლის Customer Journey-ის გაუმჯობესება
** შიდა გუნდებთან კოორდინაცია პრემიუმ სეგმენტის ინიციატივების დანერგვის პროცესში
** პრემიუმ მიმართულების ძირითადი კომერციული და ოპერაციული მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი
** მომხმარებელთა ქცევის, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი
** სეგმენტის განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მათ დანერგვაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
** პრემიუმ, პერსონალური ან affluent banking სეგმენტის შექმნის, განვითარების ან მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის ძლიერი უნარები
** სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "რითეილ ბიზნესის განვითარების სპეციალისტი (პრემიუმ სეგმენტი)" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23.07.2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის, შესაძლოა, გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს "პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე