ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილებაში არსებული ამწე კალათის და მსუბუქი ავტომობილის მართვა
მოთხოვნები:
** B/C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass-ს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@airlink.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
|