|
დასახელება:
წარმოების ცვლის უფროსი
|
| მომწოდებელი:
მინერალი
|
|
გამოქვეყნდა: 29 ივნისი
/ ბოლო ვადა: 29 ივლისი
|
შპს "მინერალი" 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას.
ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით.
შპს "მინერალის" წარმოებაში ვეძებთ ცვლის უფროსს და გთავაზობთ გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარი
სამუშაო საათები: ცვლების მიხედვით (08:00-17:00; 17:00-01:00)
მისამართი: თბილისთან ახლოს, მარტყოფის რაიონი, სოფელი სააკაძე.
ძირითადი ფუნქციები:
** წარმოების თანამშრომლებისთვის დღის სამუშაო გეგმის გაცნობა
** ცვლაში მომუშავე თანამშრომლებისთვის კონკრეტული დავალებების გადანაწილება და მონიტორინგი
** პროდუქციის მარაგების აღრიცხვა და კონტროლი უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
** ცვლაში წარმოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** საწვავის მიღება, გაცემა და ნაშთის კონტროლი
** ადმინისტრაციული დოკუმენტბრუნვის წარმოება
** შეფერხებებისა და ავარიული სიტუაციის დროს სწრაფი რეაგირება შეფერხების აღმოფხვრის მიზნით
** სახარჯი მასალების საწყობში მიღების აღრიცხვა/კონტროლი ცვლის შესაბამისად
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** შრომის უსაფრთხოების დადგენილი წესების შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერული გამოცდილება
** ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გარემოს
** სტაბილურ სამუშაოს
** სიცოცხლის დაზღვევას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: HR@minerall.ge
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "მინერალმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები შეინახოს და, თავსებადობის შემთხვევაში, განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
|
|
|
|