ფარმაცევტული კომპანია "Smartpharm"აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელი 1ა.
სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
კომპანია დამატებითი ბენეფიტის სახით თანამშრომელს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება და შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 4 წლის სტაჟით.
** საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** სარეალიზაციო და სარეზერვო მარაგების მართვა სერიებისა და ვადების მიხედვით;
** შესყიდვების პროგრამული ოპერაციების განხორციელება შემოსავლებისა და ელექტრონული ფარმაციის პორტალთან შესაბამისობით;
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " შესყიდვების ოპერატორი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას არ განიხილოს კანდიდატების რეზიუმე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სავალდებულო მოთხოვნებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|