Робота для біженців з України
კლდეზე ცოცვის ინსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლდეზე ცოცვის ინსტრუქტორი
მომწოდებელი: East Point Tbilisi
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
"ისთ ფოინთი" აცხადებს კლდეზე ცოცვის ინსტრუქტორის ვაკანსიას გასართობ ცენტრ "ფოკუს მოკუსისთვის".

ძირითადი მოვალეობები:

** ვიზიტორებისთვის კლდეზე ცოცვისთვის საჭირო ინსტრუქტაჟის ჩატარება
** ვიზიტორებისთვის საჭირო აღჭურვილობის მორგება (დაცვის ქამარი, დამცავი ჩაფხუტი, საცოცი ფეხსაცმელი (კედები) და ა.შ.)
** კლდეზე ცოცვის ატრაქციონზე ცოცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მოწესრიგება
** კლდეზე ცოცვის ატრაქციონზე პრობლემური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ვიზიტორების ატრაქციონზე დასწრების დროის კონტროლი

მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:

** სასურველია კლდეზე ცოცვის გამოცდილება
** სასურველია ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება
** ენერგიულობა
** სპორტული აღნაგობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

გრაფიკი მოძრავი: 15 მორიგეობა თვეში
ანაზღაურება: 900 ლარი
სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge, განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 15 ივლისი, 2026
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე