|
დასახელება:
საწყობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
რეფიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 29 ივნისი
/ ბოლო ვადა: 29 ივლისი
|
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 - 18:00;
** ანაზღაურება: პირველი თვის განმავლობაში - 800 ლარი; მეორე თვიდან - 1400 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა, "ისთ ფოინთის" მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაოს აღწერა:
** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და სწორად დასაწყობება;
** პროდუქციის მიღების, გაცემისა და გადაადგილების განხორციელება დადგენილი წესების შესაბამისად;
** შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის აგროვება და გასაცემად მომზადება;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
პირადი უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია "რეფიქსის" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@reffix.ge ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსია - "საწყობის სპეციალისტი"
|
|
|
|