|
დასახელება:
პაციენტთა გადამყვანი
|
| მომწოდებელი:
ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე პაციენტთა გადამყვანის (რეინჯერის) პოზიციაზე.
ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი, ზ.გამსახურდიას პირველი შესახვევი N15
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირება ჰოსპიტლის შიდა სივრცეში (საკაცით ან ეტლით);
** პაციენტის გადაწვენა საწოლიდან საწოლზე, გადატრიალება და დახმარება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც დაკავშირებული არის მის საქმიანობასთან.
საჭირო უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესებისა და პროცედურების დაცვა;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|