"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" სტაციონარულ განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე.
ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ლოკაცია: ქ.ქუთაისი, ზ.გამსახურდიას პირველი შესახვევი N15
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მოვლა და მონიტორინგი;
** საჭირო წამლების პაციენტებისთვის დანიშნულ დროში მიწოდება, მათ შორის ინექციების, გადასხმების და მედიკამენტების სწორად მიღების კონტროლი;
** პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული პროცედურების დოკუმენტირება;
** სტერილურობის დაცვა და სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** ექიმებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ექთნად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
საჭირო უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესებისა და პროცედურების დაცვა;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|