|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
Ulupa
|
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
"Ulupa" არის სახლის მზარეულების ონლაინ-პლატფორმა საქართველოში. ჩვენ ვაკავშირებთ ნიჭიერ მზარეულებს მომხმარებლებთან, რომლებსაც სურთ ნამდვილი, სახლური საკვები.
ვიწვევთ სახლის მზარეულებს თანამშრომლობისთვის მოქნილ, შეკვეთებზე დაფუძნებულ მოდელში.
თუ გემრიელად ამზადებ და გინდა საკუთარი სამზარეულოდან შემოსავალი — შემოგვიერთდი.
ვის ვეძებთ:
** ვინც გემრიელად ამზადებს სახლში
** ვისაც სურს დამატებითი შემოსავალი მოქნილი გრაფიკით
** ვინც ზრუნავს კერძების ხარისხსა და სისუფთავეზე
თანამშრომლობის მოდელი:
თქვენ ამზადებთ საკუთარი სამზარეულოდან, საკუთარი გრაფიკით. დამოუკიდებლად განსაზღვრავთ მენიუს, ფასებსა და ხელმისაწვდომ დღეებს. შემოსავალს იღებთ თითოეულ შესრულებულ შეკვეთაზე — ფიქსირებული სამუშაო საათებისა და ვალდებულებების გარეშე.
პლატფორმა უზრუნველყოფს:
** მომხმარებლების მოზიდვას
** ონლაინ გადახდების დამუშავებას
** მიტანის ან თვითწაღების ორგანიზებას
** ტექნიკურ მხარდაჭერას
მოთხოვნები:
** სახლური კერძების ხარისხიანად მომზადების უნარი
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამზარეულოს ფოტომასალა (ვერიფიკაციისთვის)
** ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
პირობები
** ლოკაცია: თბილისი (მუშაობა საკუთარი სამზარეულოდან)
** თანამშრომლობის ფორმა: მოქნილი, შეკვეთებზე დაფუძნებული
** ანაზღაურება: შემოსავალი თითოეულ შესრულებულ შეკვეთაზე
გაწევრიანება:
რეგისტრაცია: ulupa.ge — განყოფილება "გახდი მზარეული"
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: support@ulupa.ge ან 555323293
Ulupa - ერთი ულუფა - შენი ოჯახის პირადი მზარეულისგან
|
|
|
|