|
დასახელება:
ადრეული/სკოლამდელი განათლების პედაგოგი
|
| მომწოდებელი:
საბავშვო ბაღი პინიკონი
|
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
საბავშვო ბაღი "პინიკონი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული და სკოლამდელი განათლების პედაგოგის პოზიციაზე 2-3 წლიან და 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში. (ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა 10 ბავშვი).
თუ ხართ ორიენტირებული პიროვნულ განვითარებაზე, ხართ აქტიური, კომუნიკაბელური და შემოქმედებითი და თქვენთვის მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა — "პინიკონის" სივრცე თქვენ გელოდებათ!
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვების ფსიქო-ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში ბავშვების მხარდაჭერა და ჩართულობა;
** ბავშვების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები და პრიორიტეტები:
** ბავშვებთან თამაშისა და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში; ან მომიჯნავე სფეროში;
** უცხო ენების ცოდნა და შემოქმედებითი უნარები (მუსიკა, ხატვა) შერჩევის პროცესში ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები: პედაგოგებისთვის
ანაზღაურება: ნახევარი განაკვეთი — 600 ლარიდან; სრული განაკვეთი — 1200 ლარიდან. არასრული განაკვეთი 1100 ლარიდან.
სამუშაო საათები (არჩევით):
** 09:00-დან 14:00-მდე (ნახევარი განაკვეთი) ან 10:00-დან 15:00-მდე.
** 09:00 დან 17:00 მდე (არასრული განაკვეთი)
** 10:00-დან 19:00-მდე (სრული განაკვეთი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ვახტანგ ჭელიძის ქ. #13
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: info@pinikoni.ge
ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 571 07 11 11.
|
|
|
|