|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთ. და კომუნიკაც. მთავარი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
RMG
|
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
კომპანია "არ ემ ჯი" (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო მომპოვებელი კომპანია, აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, დამუშავება და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით მიზნობრივი აუდიტორიებისთვის გავრცელება;
** კომპანიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, YouTube და სხვა) ადმინისტრირება და მართვა;
** Meta Business Suite-ის გამოყენებით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** სოციალური მედიის არხების ეფექტიანობის ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია) ურთიერთობების ჩამოყალიბება და მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და სხვა მედია ღონისძიებების ორგანიზება;
** პრესრელიზების, მედია კიტებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
** მედია მონიტორინგის განხორციელება და კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი;
** კომპანიის CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის) პროექტების საკომუნიკაციო მხარდაჭერაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხზე საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** კომპანიის კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, მარკეტინგის, პოლიტიკური ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის ან მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (B2-C1)
** სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** Meta Business Suite-ის ცოდნა და სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება;
** AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Copilot, Gemini და სხვა) გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება კონტენტის შექმნის, რედაქტირების, კვლევისა და საკომუნიკაციო მასალების მომზადების პროცესში;
** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
** Adobe Photoshop, Illustrator და Lightroom-ის საბაზისო ცოდნა;
** Adobe Premiere Pro-ს საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** კრიზისული კომუნიკაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი და პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი / დაბა კაზრეთი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
** შესვენება: 13:00-14:00.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com არა უგვიანეს 2026 წლის 15 ივლისის 18:00 საათისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|