Робота для біженців з України
ვაკანსია სტუდენტებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვაკანსია სტუდენტებისთვის
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
შემოუერთდი რიკოს დიდ გუნდს!

დასაქმება და განათლების დაფინანსება სტუდენტებისთვის!
ვაკანსია ცხადდება ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: დღეგამოშვებით (კვირაში 3-4 დღე) საღამოს 20:00 სთ-დან დილის 10:00-მდე.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

დასაქმების პერიოდში კომპანია დააფინანსებს სწავლის ღირებულებას ყოველწლიურად 4000 ლარამდე. (სასწავლებლის ანგარიშზე ყოველთვიური დარიცხვით). თუ სწავლის ღირებულება 4000 ლარზე ნაკლებია, 1 წლიანი სტაჟის შემდეგ, სხვაობა დაუბრუნდება დასაქმებულს ბონუსის სახით.

წარმატებული 15 თვიანი სამუშაო პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომელი ჩაერთვება ხელფასის ზრდის პერსპექტივის და კვარტალური/წლიური პრემიების საბონუსე სისტემაში. ამოქმედდება ჯანმრთელობის დაზღვევა.
(ღამის საათებში დასაშვებია წიგნების კითხვა და ლეპტოპის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის).
შემოუერთდი რიკოს დიდ გუნდს და რიკო იზრუნებს თქვენი განათლების ხარჯებზე.

გთხოვთ CV-ები ფოტოსურათით გადმოაგზავნოთ:
დასავლეთ საქართველო: beqa@rico.ge
აღმოსავლეთ საქართველო: goderdzi@rico.ge

გისურვებთ წარმატებას!

http://www.rico.ge

ტელ: (0322) 229 29 29
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე