|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიესი
|
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00,
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (თვიური, კვარტალური, წლიური)
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება და ახალი ბაზის განვითარება;
** არსებული ბაზის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება;
** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
• გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ზრდის ხელშეწყობა;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და პოტენციური კლიენტების ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო ან ტექნიკური მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო მასალების მიმართულებით);
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტურად წარმართვის უნარი.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** Fitpass;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "ბიესი" (ს/კ: 202455397), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება 2 წლის განმავლობაში.თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
|
|
|
|