Робота для біженців з України
მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოუმსაიდ ბათუმი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სამშენებლო კომპანია "Homeside Batumi" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ კრეატიულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც იზრუნებს კომპანიის ბრენდის განვითარებასა და ციფრულ მარკეტინგზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ტიპი: ჰიბრიდული - (როგორც ოფისიდან, ასევე დისტანციურად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn) მართვა;
** ყოველთვიური კონტენტ-გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** სამშენებლო პროექტების, მიმდინარე სამუშაოების, დასრულებული ობიექტებისა და კომპანიის სიახლეების შესახებ კონტენტის შექმნისა და განთავსების ორგანიზება;
** Meta (Facebook/Instagram) და Google-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
** ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** ფოტოგრაფებთან, ვიდეოოპერატორებთან, დიზაინერებთან და სარეკლამო სააგენტოებთან კოორდინაცია;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
** ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის პრაქტიკული ცოდნა;
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
** Canva-ს, Adobe Photoshop-ის ან სხვა გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Google Analytics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული და ინოვაციური აზროვნება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა და მაღალი მოტივაცია;
** სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: homeside.batumi@gmail.com 2026 წლის 26 ივლისამდე, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი".

*დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.*
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე