|
დასახელება:
ხაზინის დეპარტამენტის უფროსი
|
| მომწოდებელი:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
|
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
"ცენტრალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება
** სავალუტო გაყიდვების სტრატეგიის კოორდინაცია, სავალუტო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მართვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი
** კლიენტების ვალუტის გაცვლითი ოპერაციების ანალიზი, ბრუნვის და მარჟის დინამიკის ** კონტროლი და კონვერტაციებზე/ სავალუტო პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა
** ფილიალებთან აქტიური კომუნიკაცია ფასდადების და სავალუტო ბაზარზე ინფორმაციის გაცვლის კუთხით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 5 წლიანი გამოცდილება ვალუტის გაცვლის მიმართულებით, ფინანსურ სექტორში
** კლიენტებთან მუშაობის და სავალუტო ბაზრებთან/სავალუტო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება
** სავალუტო ბაზრების და სავალუტო პროდუქტების (მათ შორის სავალუტო რისკების დაზღვევის პროდუქტები) სიღრმისეული ცოდნა
** ტექნიკური მოთხოვნები: სასურველია Bloomberg-ის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება, Excel, PowerPoint და MS Office-ის ექსპერტულ დონეზე ფლობა მუშაობის
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კოლეგიალობა;
** ორგანიზებულობა და გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი (გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი);
** პუნქტუალურობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 20/07/2026.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|