|
დასახელება:
კლუბის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
თბილისი პადელი
|
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
შპს "თბილისი პადელი" წარმოადგენს პადელის კლუბს და მომხმარებლებს
სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ვებსაიტი: https://tbilisipadel.ge/
შპს "თბილისი პადელი" აცხადებს ვაკანსიას დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალის
ქუჩაზე, კლუბის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
დილის სმენა: 09:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
საღამოს სმენა: ღამის 18:00-ღამის 02:00 სთ. ორშაბათიდან პარასკევის
ჩათვლით.
თითო სმენაში ანაზღაურება თვიური 1000 ლარი ხელზე ასაღები.
შაბათი და კვირა - დილის 09:00-ღამის 02:00 - დღიური ანაზღაურება 100
ლარი ხელზე ასაღები.
განათლება: ბაკალავრი ან/და საშუალო
ძირითადი მოვალეობები:
** სალარო აპარატთან მუშაობა
** მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია
** ჯავშნების მართვა და კონტროლი
** კორტების განრიგის ორგანიზება
** კლუბის ყოველდღიური ოპერაციების უზრუნველყოფა
** მომხმარებლის კმაყოფილების კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** კომუნიკაბელური, კლიენტებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გაწევის
უნარი
** აუცილებელია საკომუნიკაციო ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV
ფოტოსურათით. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი
ელფოსტის მისამართზე: info@padel.ge.
|
|
|
|