|
დასახელება:
ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
განყოფილება: ხარისხის მართვის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** საბანკო პროდუქტების, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და გამოცდილების შესახებ მონაცემების შეგროვება, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება;
** ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების ფარგლებში;
** მომსახურების პროცესებისა და შიდა პროცედურების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის დაგეგმარებაში მონაწილეობა;
** მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შიდა სტანდარტებისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში);
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ხარისხის მართვის, მომხმარებელთა გამოცდილების ან მომსახურების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური (სასურველია რუსულიც) ენების ცოდნა;
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების წარმოების უნარები.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/fHo7
|
|
|
|