|
დასახელება:
უმცროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
კომპანიის საქმიანობის სფეროა ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება და სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება.
აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ შრომისმოყვარე ახალგაზრდებს უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც);
** ვერბალური კომუნიკაცია;
** გამართული წერა და მეტყველება;
** საქართველოს სამოქალაქო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციურად გაწონასწორებული;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
მოვალეობები:
** საქმის მომზადება სასარჩელო ეტაპისთვის;
** სარჩელების მომზადება;
** მოპასუხეებთან მოლაპარაკება, შეხვედრა;
** იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესრულება;
** წარმომადგენლობა სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ.
ვაკანტური ადგილი: 5
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@pas.ge
საბჯექტის (სათაურის) ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|