კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ოფიციალური დისტრიბუტორი, აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის შემცვლელის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, 40 სთ) |
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალის მართვაში ჩართულობა მენეჯერთან ერთად
** სალაროს ოპერაციების შესრულება
** მენეჯერის არყოფნისას პერსონალის ზედამხედველობა
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და ახალი ასორტიმენტის შესწავლა
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და სასაქონლო მარაგების აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** უცხო ენა (ინგლისური/რუსული/თურქული) — საკომუნიკაციო დონეზე
CV გამოაგზავნეთ: hr@mateks.ge | Subject: მაღაზიის მენეჯერის შემცვლელი — ბათუმი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|