Робота для біженців з України
კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო Gino Seaside Tbilisi
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო "Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham" აცხადებს ვაკანსიას, კვებისა და სასმელების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება
** რესტორნის სამუშაო პროცესების უზრუნველყოფა
** სივრცის გამართულობაზე ზრუნვა და მონიტორინგი
** საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება
** ჯავშნების მონიტორინგი
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
** მომსახურების სტანდარტების რეგულარული ტრეინინგი და პერსონალის აქტიური გადამზადება
** თანამშრომელთა განრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება
** მარაგების კონტროლი
** ჰიგიენის და HACCP სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება სტუმარ მასპინძლობის სფეროში სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე
** ინგლისური ენის ცოდნა
** მომსახურების პრინციპების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები)

აუცილებელი უნარები

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით უზრუნველყოფას
** ანაზღაურება 1500 ლარი (NET)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com, სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე 574 11 43 11
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე