Робота для біженців з України
საკონდიტროს შეფ დე პარტიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონდიტროს შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო ნაწარმის მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** დესერტებისა და ცომეულის ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** საჭირო ნედლეულისა და მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის სწორად შენახვის უზრუნველყოფა;
** შეფ-მზარეულის დავალებების შესრულება და გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
** ახალი დესერტებისა და საკონდიტრო პროდუქციის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საკონდიტრო მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ცოდნა და დაცვა;
** ენერგიულობა და ორგანიზებულობა.

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: g.terkhachaturovi@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე