Робота для біженців з України
პედაგოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პედაგოგის ასისტენტი
მომწოდებელი: საბავშვო ბაღი ელიოტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
საბავშვო ბაღი "ელიოტი.Elliot" აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის ასისტენტის თანამდებობაზე, სექტემბრიდან

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00-19:00

მისამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა #40 (ფილარმონიასთან, ჩაჩავას კლინიკის უკან)

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სკოლამდელ დაწესებულებაში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარების მოტივაცია;
** კომუნიკაბელურობა, გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები

მოვალეობები:

** ბავშვების მეთვალყურეობა;
** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა;
** ბავშვების პირად ჰიგიენაზე ზრუნვა;
** სააღმზრდელო პროცესში აღმზრდელ-პედაგოგის დახმარება;
** მასწავლებლის მიერ დაგეგმილ სახალისო, შემეცნებით-განმავითარებელი აქტივობების განხორციელებაში თანამონაწილეობა

საკონტაქტო მეილი: 2020elliot2020@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე