Робота для біженців з України
მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებელი
მომწოდებელი: დი-ენ-დი სერვისი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია "დი ენ დი სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს 4 თანამშრომელს, რომლებიც ჩაერთვებიან სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მოედნის მომზადება;
** საძირკვლის სამუშაოების შესრულება;
** არმატურის მოქსოვა;
** მზა ბეტონის ჩასხმა;
** საჭიროების შემთხვევაში ბეტონის ადგილზე მომზადება (მოზელვა);
** დამიწების კონტურების მოწყობა;
** სამშენებლო მასალების სხვადასხვა სართულზე ატანა და სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა;
** სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტის დასუფთავება;
** სამუშაოების შესრულება შესაძლებელია მიწის ზედაპირზე, სახურავზე, ან სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებზე, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
** სხვა დამხმარე სამშენებლო სამუშაოების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

პირობები:

** პირველი 3 თვე წარმოადგენს გამოსაცდელ პერიოდს;
** გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომელთან გაფორმდება 1-წლიანი შრომითი ხელშეკრულება;
** ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ანაზღაურება გადაიხედება და გაიზრდება შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
** სამივლინებო ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს კომპანია;
** სასტუმროს ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია.

მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკური შრომის შესრულების მზადყოფნა;

სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაგვიკავშირდით: d.maghradze@ddsevice.ge, +995 555 505 871; m.burduli@ddservice.ge, +995 551 569 777.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე