Робота для біженців з України
გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი - ვარციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: შატო ვარციხე
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"შატო ვარციხე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ვარციხეში (ქუთაისი)

თუ გაქვთ ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება, გიყვართ გაყიდვები, მოლაპარაკებების წარმოება და შედეგზე ორიენტირებული ხართ - შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს, რესტორნისა და ღონისძიებების სივრცეების გაყიდვების მართვა;
** კორპორატიული კლიენტების, ტურისტული სააგენტოებისა და პარტნიორების მოძიება და განვითარება;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
** ჯგუფური ჯავშნების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების გაყიდვა;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება;
** Booking-ის და სხვა ანალოგიური დაჯავშნის საიტების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს ოპერაციების ან სასტუმროს მართვის სფეროს ცოდნა;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების ჩატარების მაღალი უნარი;
** გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებისა და CRM სისტემების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა);
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო ადგილი: შატო ვარციხე, იმერეთი
ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: mgzavrebi.digital@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე