|
დასახელება:
ტენდერი საბავშვო წიგნების ბეჭდვაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
|
თანდართული ფაილი:
732347_danarti_6449471.zip
|
"ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", პროექტის "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ორი საბავშვო წიგნის ბეჭდვის მომსახურების შერჩევის მიზნით.
პროექტის მიზანი:
პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.
სამუშაოს აღწერა:
შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ორი საბავშვო ილუსტრირებული წიგნის სტამბური ბეჭდვა, აკინძვა და მიწოდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.
მომსახურება მოიცავს:
** დამკვეთის მიერ მოწოდებული საბოლოო მაკეტების ტექნიკურ შემოწმებას და ბეჭდვისთვის მომზადებას;
** ორი დასახელების საბავშვო ილუსტრირებული წიგნის სრულფეროვან (4+4) ოფსეტურ ბეჭდვას;
** წიგნების დამზადებას შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:
** წიგნი N1-ის ფორმატი 23 x 30, 5 სმ;
** წიგნი N2-ს ფორმატი 25 x 25 სმ;
** თითოეული წიგნი: 16 განშლა (32 შიდა გვერდი), ფორზაცები და მაგარი ყდა;
** შიდა გვერდები დაბეჭდილი ოფსეტის ქაღალდზე (170 გრ/მ²);
** ყდა დამზადებული მინ. 2.5 მმ სისქის მუყაოზე, ლამინირებული (მატე);
** ძაფით ნაკერი და მყარ ყდაში აკინძული;
** ბეჭდვამდე ფიზიკური საცდელი ნიმუშის (Proof) წარმოდგენას დამკვეთისთვის დასამტკიცებლად;
** მზა წიგნების ხარისხის კონტროლს, მათ შორის ბეჭდვის, ფერთა შესაბამისობის, ჭრისა და აკინძვის შემოწმებას;
** წიგნების მიწოდებას დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ყაზბეგის გამზ. 53, მე-2 სართული) ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში. მომწოდებელი პასუხისმგებელია პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და მიწოდებაზე.
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გამოყენებული მასალები და ბეჭდვის ხარისხი შეესაბამებოდეს საბავშვო გამოცემებისთვის დამკვიდრებულ პროფესიულ სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს პროდუქციის ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას.
წიგნების ტირაჟების სავარაუდო ვარიანტები წარმოდგენილია თანდართულ ფასის განაცხადში.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** კომპანიის პროფილი და საქმიანობის მოკლე აღწერა;
** ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა თანდართული ფაილის მიხედვით, ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით. ფასები უნდა მოიცავდეს ბეჭდვის, აკინძვისა და მიწოდების ხარჯებს.
დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: contact@sos-kd.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 6 ივლისი, 2026
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: საბავშვო წიგნების ბეჭდვა
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: გურანდა თეთრაძე, 551 222 370, Guranda.tetradze@sos-kd.ge
|
|
|
|