Kobuleti Beach Resort პრემიუმ კლასის საკურორტო კომპლექსია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც "Archi" #1 დეველოპერული კომპანია და NEXT, პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან, ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის არქიტექტურული კონცეფცია მსოფლიოში ცნობილ სტუდიას - Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისს ეკუთვნის.
პროექტი მოიცავს სამ მონუმენტურ შენობას და ერთ სივრცეში აერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, საცურაო აუზებს, რესტორანს, კაზინოს, სპა და ველნეს ცენტრს, ასევე მრავალ სხვა პრემიუმ კლასის სერვისს.
ლოკაცია: ქობულეთი
"არქი"-ში ვეძებთ სამშენებლო პროექტის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** პროექტის სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება) დადგენილ ვადებში, ბიუჯეტსა და ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
** პროექტის გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი;
** ეფექტური კოორდინაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან: სასტუმროს ბრენდი/ოპერატორი, დამკვეთი, არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები;
** ბრენდის (სასტუმროს ოპერატორის) მოთხოვნებისა და სტანდარტების ინტეგრირება პროექტში;
** ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის რევიზია;
** პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა;
** კონტრაქტორებისა და კონსულტანტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა: სატენდერო წინადადების მომზადება, განხილვა, მოლაპარაკებები და კონტრაქტორებთან შეთანხმება;
** კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი;
** შესაბამის უწყებებთან სანებართვო და სალიცენზიო პროცედურების კოორდინირება;
** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (მათ შორის სტატუს-რეპორტები მენეჯმენტისთვის და დამკვეთებისთვის);
** რეგულარული საიტ-ვიზიტები და სამუშაოების წარმოების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია სასტუმროს განვითარების პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პრემიუმ კლასის ან საერთაშორისო დეველოპერულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|