Робота для біженців з України
მეგზევე - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეგზევე
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"AWARD Construction", საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მეგზევის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საგზაო სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა;
** სამშენებლო პროცესების ეფექტური მართვა ობიექტზე;
** სამუშაოების ხარისხის, მოცულობისა და შესრულების ვადების კონტროლი;
** სამშენებლო ბრიგადებისა და ტექნიკური პერსონალის კოორდინაცია;
** შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის ხელმძღვანელობასთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საგზაო მშენებლობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
** საგზაო სამშენებლო ტექნოლოგიებისა და სამუშაო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
** ორგანიზაციული და მართვის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას - 4, 500 ლარი (ხელზე);
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობას.

სამუშაო ადგილი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე საგზაო სამშენებლო ობიექტები.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: Hr@designmall.ge. ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "მეგზევე".

"AWARD Construction" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ კანდიდატს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე