"თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
** მოსწავლეთა საგნობრივი კონსულტირების პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი,
შეფასებაში მონაწილეობა და რეაგირება;
** კლასის დამრიგებლების, ტუტორების და დამრიგებლის ასისტენტების
საქმიანობის მხარდაჭერა, მონიტორინგი, შეფასებაში მონაწილეობა და რეაგირება;
** არაფორმალური განათლების კლუბების საქმიანობის მონიტორინგი და
შეფასებაში მონაწილეობა;
** საგნობრივი კათედრების საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის მხარდაჭერა,
მონიტორინგი და მიღებული შედეგების ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა;
** მასწავლებელთა საშემსრულებლო კულტურის მონიტორინგი, შეფასებაში
მონაწილეობა და რეაგირება;
** მოსწავლეთა დისციპლინის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების
დაგეგმვის, მონიტორინგის, შეფასების პროცესში მონაწილეობა და რეაგირება;
** კომპეტენციის ფარგლებში მშობლებთან ურთიერთობა;
** ელექტრონული ჟურნალის წარმოების მონიტორინგი;
** აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებაში
მონაწილეობა;
** სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შექმნასა და დანერგვის
მონიტორინგსა და შეფასებაში ჩართულობა;
** სასკოლო კურიკულუმის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგში, შეფასებაში, გადასინჯვასა და რევიზიაში
ჩართულობა;
** დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
** საგაკვეთილო ცხრილის შედგენა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების სფეროში);
** აუცილებელია: ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია: აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
კონკურსის ეტაპები:
** შემოსული დოკუმენტაციის გადარჩევა;
** გასაუბრება.
მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი, მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით, გადმოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე - info@cea.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
ჩვენი მისამართია: თბილისი, ლევან მიქელაძის #4
გისურვებთ წარმატებებს!
|