Робота для біженців з України
დეკორატიული საფარების უფროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკორატიული საფარების უფროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Creativo Microcemento
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"Creativo Microcemento" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიული საფარების უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ზანდუკელის 22
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 2, 000 ლარი (ფიქსირებული) + გაყიდვებიდან 3% ბონუსი

პოზიციის შესახებ

ჩვენი კომპანია წარმოადგენს იტალიური წარმოების პრემიუმ ხაზის მასალებს: მიკროცემენტს, კირის, აკრილ-სილიკატისა და ცემენტის ბაზაზე დამზადებულ დეკორატიულ საფარებს, ინტერიერისა და ექსტერიერის საღებავებს, ფასადის სალეს მასალებსა და თანამედროვე მოსაპირკეთებელ სისტემებს.

ვეძებთ გამოცდილ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების განვითარებაში, ახალი კლიენტების მოძიებასა და პარტნიორული ქსელის გაფართოებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** B2B და B2C გაყიდვების განხორციელება და მართვა;
** ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
** არქიტექტურულ, დიზაინერულ, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** სატელეფონო ზარების განხორციელება და შეხვედრების ორგანიზება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და კონსულტაციების გაწევა;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
** გაყიდვების პროცესის სრულყოფილად მართვა;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საღებავების, დეკორატიული საფარების, მიკროცემენტის ან სხვა მოსაპირკეთებელი მასალების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საღებავებისა და დეკორატიული საფარების საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელია B2B გაყიდვების გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში მომუშავე კომპანიებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების გამოცდილება;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გაყიდვებიდან დამატებით 3%-იან ბონუსს;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: creativogeo@gmail.com. მეილის სათაური: "დეკორატიული საფარების უფროსი გაყიდვების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე