|
დასახელება:
დღის სანიტარი
|
| მომწოდებელი:
წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას დღის სანიტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას ქ. N15
დასახელება: ამბულატორიული დეპარტამენტის დღის სანიტარი
სამუშაო საათები: 09 სთ-დან 17 სთ-მდე.
ანაზღაურება: 875 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ვაკანტური ადგილი: 2
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს;
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს.
ძირითადი ფუნქციები:
** პალატების, კაბინეტების, დერეფნების და სამუშაო სივრცეების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სადეზინფექციო საშუალებებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად გამოყენება და შენახვა;
** ინფექციის პრევენციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სამუშაო პროცესში კონფიდენციალურობისა და ეთიკური ნორმების დაცვა;
** საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 599 92 91 09
ელფოსტა: hr@mikhailovi.ge; tdotiashvili@mikhailovi.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|